ზედა კოლონტიტული

ამატებს ან შლის ზედა კოლონტიტულს გვერდის სტილიდან, რომელსაც მონიშნავთ ქვემენიუდან. ზედა კოლონტიტული ემატება ყველა გვერდს, რომელსაც ერთი და იგივე სტილი გააჩნია. ახალ დოკუმენტში მხოლოდ "Default" გვერდის სტილია ჩამოთვლილი. სხვა გვერდების სტილები ემატება სიას როცა მათ ააქტიურებთ დოკუმენტზე.

ბრძანებაზე წვდომისათვის...

Choose Insert - Header and Footer - Header


შენიშვნის ხატულა

ზედა კოლონტიტულები ხილულია, როდესაც ნახულობთ დოკუმენტს ბეჭდვის განლაგებით (View - Print Layout ჩართვა).


მონიშვნის ნიშანი აისახება გვერდის სტილების წინ, რომელთაც გააჩნიათ ზედა კოლონტიტული.

ზედა კოლონტიტულის წასაშლელად ამოირჩიეთ Insert - Header, და შემდეგ მონიშნეთ ზედა კოლონტიტულის შემცველი გვერდის სტილი. ზედა კოლონტიტული წაშლილია ყველა გვერდიდან, რომელიც ამ გვერდს გამოიყენებს.

დოკუმენტში გამოყენებული ყველა გვერდის სტილის დასამატებლად ან წასაშლელად ამოირჩიეთ Insert - Header - All.

ზედა კოლონტიტულის ფორმატირებისთვის ამოირჩიეთ Format - Page - Header.

Please support us!