გვერდის ნომერი

სტატუსის ზოლში ნაჩვენებია მიმდინარე გვერდის ნომერი. ორჯერ დაწკაპუნება ხსნის ნავიგატორს, რომლითაც შეგიძლიათ იმოძრაოთ დოკუმენტში. მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნება აჩვენებს დოკუმენტში არსებულ ყველა სანიშნეს. დააწკაპუნეთ სანიშნეს ტექსტის კურსორის დანიშნნულ ადგილას გადასასვლელად.

ნაჩვენები გვერდი (x) და გვერდების სრული რაოდენობა (y) ნაჩვენებია გვერდი x/y ფორმით. დოკუმენტში მაუსით ჩაცოცებისას გვერდის ნომერი გამოჩნდება მაუსის ღილაკის აშვების შემდეგ. მარჯვენა ცოციას გამოყენებისას გვერდის ნომრები დამხმარე შეხსენების სახით ჩანს. გვერდების დანომრვის ფორმატი სტატუსის ზოლსა და ცოციაში ერთნაირია.

თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ნავიგატორი დისპლეი გვერდის ნომერის ველზე ორჯერ დაწკაპუნებით.

კონკრეტულ გვერდზე გადასასვლელად, შეიყვანეთ გვერდის ნომერი ნავიგატორში გვერდის ღილაკში და დააჭირეთ Enter-ს.

შენიშვნის ხატულა

მალსახმობი კლავიშის Shift++F5, თქვენ გადადიხართ გვერდის ნომერის შეყვანაში. Enter-ზე დაჭერის შემდეგ, კურსორი გადავა შესაბამის გვერდზე.