მრუდი

ხატვის ზოლზე, მრუდის ხატულა ხსნის სტრიქონების ხელსაწყოთა ზოლს, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ ხაზები და ფორმები მიმდინარე სლაიდში.

If you hold the Shift key down, the movement of the mouse is limited to multiples of 45 degrees. If you hold down the key, the new point will not be connected to the last point. This allows you to create objects that consist of curves that are not connected together. If you draw a smaller object while holding down the key into a larger object that you have not closed yet, the smaller object is subtracted from the larger one, thus appearing as a hole in the larger one.

სარკმელში არეალის სტილი/შევსება ხაზი და შევსება ზოლზე დახურული ფორმები ავტომატურად ივსებიან.

მრუდი, შევსებული

ხატავს შევსებულ ფორმას, რომელიც დაფუძნებულია ბეზიერის მრუდზე. დააწკაპუნეთ იმ ადგილს, სადაც გინდათ რომ იყოს მრუდის დასაწყისი, გადაათრიეთ, აუშვით და შემდეგ გადაადგილეთ მიმთითებელი იმ ადგილას სადაც გინდათ, რომ იყოს დასასრული და დააწკაპუნეთ. მრუდზე პირდაპირი ხაზის სეგმენტის დასამატებლად გადაადგილეთ მიმთითებელი და კვლავ დააწკაპუნეთ. ფორმის დასახურად დააწკაპუნეთ ორჯერ.

ხატულა

მრუდი, შევსებული

პოლიგონი, შევსებული

ხატავს დასრულებულ ფორმას, რომელიც გამოხატულია პირდაპირი ხაზის სეგმენტით. დააწკაპუნეთ იმ ადგილს, სადაც გინდათ რომ იყოს პოლიგონის დასაწყისი და გადაათრიეთ ხაზის სეგმენტის დასახატად. ხაზის სეგმენტის დასასრულის განსასაზღვრად დააწკაპუნეთ კვლავ და გააგრძელეთ წკაპუნი პოლიგონის ხაზის სეგმენტების განსასაზღვრავად. პოლიგონის ხატვის დასასრულებლად დააწკაპუნეთ ორჯერ. პოლიგონის 45 გრადუსიანი კუთხით შესაზღუდად დაწკაპუნებისას გეჭიროთ კლავიშზე Shift.

ხატულა

პოლიგონი, შევსებული

პოლიგონი (45°), შევსებული

ხატავს დასრულებულ ფორმას, რომელიც გამოხატულია 45 გრადუსიანი კუთხის პირდაპირი ხაზის სეგმენტით. დააწკაპუნეთ იმ ადგილს, სადაც გინდათ რომ იყოს პოლიგონის დასაწყისი და გადაათრიეთ ხაზის სეგმენტის დასახატად. ხაზის სეგმენტის დასასრულის განსასაზღვრად დააწკაპუნეთ კვლავ და გააგრძელეთ წკაპუნი პოლიგონის ხაზის სეგმენტების განსასაზღვრავად. პოლიგონის ხატვის დასასრულებლად დააწკაპუნეთ ორჯერ. პოლიგონის რომელიც არაა 45 გრადუსიანი კუთხის დასახატად, დაწკაპუნებისას გეჭიროთ კლავიშზე Shift.

ხატულა

პოლიგონი (45°), შევსებული

თავისუფალი ფორმის ხაზი, შევსებული

სლაიდში გადათრევით ხატავს თავისუფალი ფორმის ხაზს. აშვებისას LibreOffice ქმნის დახურულ ფორმას ხაზის დასასრულიდან დასაწყის წერტილამდე პირდაპირი ხაზის სეგმენტის ხატვით. ფორმა შეივსება მიმდინარე არეალის ფერით.

ხატულა

თავისუფალი ფორმის ხაზი, შევსებული

მრუდი

ხაზავს გლუვ Bezier მრუდს. დააწკაპუნეთ იქ, სადაც გსურთ მრუდის დაწყება, გადაიტანეთ, გაუშვით, და შემდეგ გადაიტანეთ ისარი იქ, სადაც გსურთ მრუდის დასრულება და დააწკაპუნეთ. გადაიტანეთ ისარი და კვლავ დააწკაპუნეთ მრუდისთვის სწორი ხაზის სეგმენტის დასამატებლად. მრუდის ხაზვის დასასრულებლად ორჯერ დააწკაპუნეთ. დახურული ფორმის შესაქმნელად ორჯერ დააწკაპუნეთ მრუდის საწყის პუნქტს. მრუდის რკალი განისაზღვრება თქვენს მიერ გადატანის მანძილით.

ხატულა

მრუდი

პოლიგონი

ხაზავს სწორი ხაზის სეგმენტების სერიისგან შემდგარ ზოლს. გადაიტანეთ ხაზის სეგმენტის მოსახაზად, დააწკაპუნეთ ხაზის სეგმენტის ბოლო პუნქტის მოსანიშნად, და შემდეგ გადაიტანეთ ახალი ხაზის სეგმენტის მოსახაზად. ორჯერ დააწკაპუნეთ ხაზის დასასრულებლად. დახურული ფორმის შესაქმნელად ორჯერ დააწკაპუნეთ ხაზის საწყის პუნქტს.

ახალი წერტილების 45 გრადუსის კუთხით მოსათავსებლად, დააჭირეთ და არ აუშვათ Shift ღილაკს პოლიგონის მოხაზვის პროცესში.

წერტილების რედაქტირება საშუალებას გაძლევთ ინტერაქტიურად შეცვალოთ პოლიგონის ინდივიდუალური წერტილები.

ხატულა

პოლიგონი

პოლიგონი (45°)

ხატავს პირდაპირი ხაზის სერიისგან შექმნილ ხაზს, რომელიც დახრილის 45 გრადუსიანი კუთხით. ხაზის სეგმენტის დასახატად გადაათრიეთ, დააწკაპუნეთ მისი დასასრული წერტილის განსასაზღვრად და შემდეგ ახალი ხაზის სეგმენტის დასახატად კვლავ გადაათრიეთ. სახატავი ხაზის დასასრულებლად დააწკაპუნეთ ორჯერ. დახურული ფორმის შესაქმნელად დააჭირეთ და დააწკაპუნეთ ორჯერ.

ხატულა

პოლიგონი (45°)

თავისუფალი ფორმის ხაზი

ხაზავს ღია ფორმის ზოლს, სადაც გადაგაქვთ მოცემული დოკუმენტი. ზოლის დასასრულებლად აუშვით თაგუნას ღილაკს. დახურული ფორმის მოსახაზად, აუშვით თაგუნას ღილაკს ზოლის საწყის პუნქტთან.

ხატულა

თავისუფალი ფორმის ხაზი