ცხრილები

ეს ბრძaნება ხსნის რელაციების დიზიანის ფანჯარას, რომელიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვოთ რელაციურობა სხვადასხვა მონაცემთა ბაზის ცხირლებს შორის.

აქ თქვენ შეგიძლიათ მიმდინარე მონაცემთა ბაზაში ერთმანეთთან დააკავშიროთ ველები ჩვეულებრივი მონაცემთა ველებიდან . დააწკაპუნეთ ახალი რელაციის ხატულაზე რელაციების შესაქმენლად, ან უბრლაოდ გადაიტანეთ და ჩასვით მაუსის მეშვეობით.

ბრძანებაზე წვდომისათვის...

In a database file window, choose Tools - Relationships


შენიშვნის ხატულა

ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თქვენ თუ რელაციურ მონაცემთა ბაზაში მუშაობთ.


ხელსაწყოები - რელაციურობა არჩევისას, იხსნება ფანჯარა, რომელშიც მიმდინარე მონაცემთა ბაზის ცხრილებს შორის არსებული ყველა კავშირი არის ნაჩვენები. თუ არც ერთი კავშირის განსაზღვრა არ ხდება, ან თუ თქვენ გსურთ მონაცემთა ბაზის სხვა ცხრილებთან დაკავშირება, დააწკაპუნეთ ცხრილების დამატების ხატულაზე. გაიხსნება ცხრილების დამატების დიალოგური ფანჯარა, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ სასურველი ცხრილების მონიშვნა.

ხატულა

ცხრილების ჩასმა

შენიშვნის ხატულა

თუ გახსნილია რელაციის დიზაინის ფანჯარა, მონიშნული ცხრილების მოდიფიცირება ვერ მოხდება ცხრილის დიზაინის რეჟიმშიც კი. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს რელაციების შექმნისას ცვლილება ცხრილებში.


მონიშნული ცხრილები დიზაინის ხედის ზედა არეშია გამოტანილი. ცხრილის ფანჯრის დახურვა შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან ან Delete კლავიშის მეშვეობით.

Move table and modify table size

You can resize and arrange the tables according to your preferences. To move tables, drag the upper border to the desired position. Enlarge or reduce the size in which the table is displayed by positioning the mouse cursor on a border or on a corner and dragging the table until it is the desired size.

პირველადი გასაღები და სხვა გასაღები

თუ თქვენ გსურთ სხვადასხვა ცხრილებს შორის კავშირის განსაზღვრა, უნდა შეიტანოთპირველადი გასაღები რომელიც სრულყოფილად ამოიცნობს არსებული ცხრილის მონაცემთა ველს. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სხვა ცხრილების პირველადი გასაღები ამ ცხრილის მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად. მონაცემთა ყველა ველი, რომელსაც აქვს მითითება ამ პირველად გასაღებზე, იდენტიფიცირებული იქნება, როგორც დამატებითი გასაღები.

მონაცემთა ყველა ველი, რომელსაც აქვს მითითება პირველად გასაღებზე, ცხრილის ფანჯარაში გამოჩნდება პატარა გასაღების სიმბოლოს სახით.

რელაციების განსაზღვრა

ყველა არსებული რელაციის ნახვა შესაძლებელია რელაციების ფანჯრებში ხაზის სახით, რომელიც აკავშირებს ძირითად და სხვა გასარების ველებს. რელაციის დამატება შეგიძლიათ გადატანა-ჩასმის გამოყენებით ერთი ცხრილის ველის ჩასასმელად მეორე ცხრილის ველში. რელაციის მოხსნა ხდება მისი მონიშვნითა და Delete კლავიშზე დაჭერით.

ალტერნატიულად, თქევნ შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ახალი რელაციის ხატულაზე რელაციის ველის ზედა არეში და გასანზღვროთ რელაცია ორ ცხრილს შორის რელაციების დიალოგურ ფანჯარაში.

ხატულა

ახალი კავშირი

გავრთხილების ხატულა

თუ თქვენ იყენებთ LibreOffice ფრონტენდს რელაციური მონაცემთა ბაზისთვის, LibreOffice-ს მიერ არ ხდება რელაციურობის შექმნისა და წაშლის გადატანა შუალედურ მეხსიერებაში, არამედ იგზავნება პირდაპირ გარე მონაცემთა ბაზაში.


კავშირის ხაზზე ორჯერ დაწკაპუნებით, თქვენ შეგიძლიათ გარკვეული თვისებების მინიჭება რელაციისთვის. იხსნება რელაციურობისდიალოგური ფანჯარა.